კოჩარიანს 1995 წელს ირანის მოქალაქის მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მოგვიანებით ეს ზომა სამუდამო პატიმრობით იყო შეცვლილი. კოჩარიანი ციხიდან ორჯერ გაიქცა, რისთვისაც დამატებით 15 წელი მიესაჯა. ციხეში 20-წლიანი ყოფნის პერიოდში მისი ცოლი და 19 წლის ქალიშვილი დაიღუპნენ, რის შემდეგაც პატიმრის ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუარესდა.
სოგომონ კოჩარიანი ყარაბაღის ომის მონაწილე და მეორე კატეგორიის ინვალიდის სტატუსის მქონეა. აგვისტოს თვიდან მკურნალობას გადის. ამჟამად ექიმები მის მდგომაროებას სტაბილურად მძიმედ აფასებენ. დიაგნოზის მიხედვით, მას მეოთხე ხარისხის გულის უკმარისობა, პოსტინფარქტური ქრონიკული ანევრიზმა და პნევმონია აქვს.
ეს არის პირველი შემთხვევა დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში, როდესაც სამუდამო პატიმრობამისჯილი გათავისუფლდა.
ბოლო დღეებში სომხეთში მოქალაქეების ჯგუფმა 70-ზე მეტი სამუდამო პატიმრობამისჯილთა საქმეების გადახედვა მოითხოვა.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. | |