ახალი ამბები

ზურაბ წერეთელი ლუჟკოვის ძეგლის დადგმის ინიციატივით გამოდის

6 ოქტომბერი, 2010 • • 1152
ზურაბ წერეთელი ლუჟკოვის ძეგლის დადგმის ინიციატივით გამოდის

მოქანდაკე ზურაბ წერეთელი მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკუვის ძეგლის დადგმის ინიციატივით გამოდის.

”ლუჟკოვის ძეგლი უნდა დაიდგას”,-განაცხადა წერეთელმა,”თუ არ დაიდგმება, მე დავდგამ.”

წერეთელმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ მერის მადლობელია, რადგან ლუჟკოვმა მოსკოვში მომუშავე ხელოვანებს თავისუფლება მისცა.

 ” ღმერთმა ქნას, ახალ მერსაც ისეთივე რაინდული სული ჰქონდეს, როგორიც ლუჟკოვს აქვს”,-ამბობს წერეთელი.

ზურაბ წერეთელი ამჟამად საფრანგეთში იმყოფება. ჭორები იმის თაობაზე,რომ წერეთელი მოსკოვში დაბრუნებას აღარ გეგმავს, ინტერვიუში მოქანდაკემ უარყო.

 მან განაცხადა, რომ მას ახალი გეგმები აქვს, მათ შორის, საბავშვო პარკის პროექტი,რომელიც  წერეთელის თქმით, უკეთესი იქნება, ვიდრე დისნეილენდი.

რაც შეეხება იური ლუჟკოვს, ბიბისის რუსული ბიუროსთვის ცნობილი გახდა, რომ ის მოსკოვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი