ახალი ამბები

საქართველოში ნუშის ბაღებს ესპანელები გააშენებენ

5 ოქტომბერი, 2010 • 1853
საქართველოში ნუშის ბაღებს ესპანელები გააშენებენ

დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში  ესპანელმა ინჟინერ-აგრონომმა ფრანცისკო ვარგასიმ  საქართველოში კაკლოვანი კულტურების მნიშვნელობასა და პერსპექტივაზე ისაუბრა. 

მან ქართველ ფერმერებს კაკლოვანი კულტურების, კერძოდ, ნუშის ჯიშებისა და მათი მოყვანის ტექნოლოგიები  გააცნო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში დღეს გამართულ კონფერენციაზე განაცხადეს,  რომ კაკლოვანი კულტურებიდან მსოფლიოში ყველაზე  მოთხოვნადი პროდუქტი ნუშია და მისი ფასი ყოველწლიურად იზრდება. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, საქართველო ნუშის სამშობლოა. ამიტომ  ნუშის ბაღების გაშენებას, მარკეტინგული თვალსაზრისით, მომგებიან გეგმად მიიჩნევენ.

ნუშის ბაღების გაშენებაზე ტენდერი არ გამოცხადებულა. ესპანური კომპანია შპს ,,ADVERSA+ “ -მა სამინისტროსთან თანამშრომლობის პროცესში სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოში ნუშის ბაღები გაეშენებინა. ამ ეტაპზე ნუშის მოყვანა 1000 ჰექტრამდე ტერიტორიაზე იგეგმება. უახლოს მომავალში კი ეს რიცხვი 10 000 ჰექტრამდე გაიზრდება. თუმცა, კონკრეტულად რომელ რეგიონში გაშენდება ბაღები, ჯერჯერობით, დაზუსტებული არაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი