ხელისუფლების მხარდამჭერ მიტინგზე, როგორც გამოცემა სპუტნიკ-აფხაზია წერს, მხარდამჭერები აფხაზეთის სხვადასხვა რაიონიდან ჩამოვიდნენ.
“მინიტინგს იმ მიზნით ვატარებთ, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ მოსახლეობამდე ინფორმაცია მივიტანოთ”, – ამბობს დეპუტატი დაურ არშბა.
მისი თქმით, სახელმწიფოს შენებაში ყველაფერი იდეალურად არ მიმდინრეობს, თუმცა, მისი თქმით, ეს პროცესი მარტივი არ არის.
“მაგრამ ოპოზიციის მოწოდებები ქვეყნის ხელისუფლების გადადგომასთან დაკავშირებით არაკონსტრუქციულია განვითარებისთვის”, – ამბობს დეპუტატი.
“ძალიან ცოტა ხანი გავიდა ახალი ხელისუფლების მოსვლიდან. ვფიქრობ, ოპოზიცია ჩქარობს, როდესაც ამბობს, რომ შედეგები არ ჩანს”, – აცხადებს აქციის მონაწილე.
ხაჯიმბას და ხელისუფლების მხარდამჭერი აქცია აფხაზეთის ოპოზიციური პარტია ” ამცახარას” რიგგარეშე ყრილობის საპასუხოდ გაიმართა.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. | |