ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თიბილოვის განმარტება რეფერენდუმის ინიციატივაზე

21 ოქტომბერი, 2015 • • 966
თიბილოვის განმარტება რეფერენდუმის ინიციატივაზე

“მინდა განვმარტო, რომ ჩვენი შეხვედრის ოფიციალურ დღის წესრიგში რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შესვლის შესახებ რეფერენდუმის ინიცირებაზე საკითხი არ იდგა. თუმცა, ჩვენი ხალხისთვის აღნიშნული საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რეგიონში საგარეო პოლიტიკური სიტუაციის გამწვავების პირობებში სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ჩემ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის, მიერ გამოხატული იყო რეფერენდუმის გამართვის მზაობა”,- აცხდებს თიბილოვი. 


რეფერენდუმის ინიციატივის შესახებ თიბილოვმა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან, ვლადისლავ სურკოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა ცხინვალში გაიმართა. თიბილოვის თქმით, რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანება სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ხალხის საუკუნის ოცნებაა, რომელიც, მისი თქმით, ქართულ შოვინიზმთან და ფაშიზმთან ორსაუკუნოვანი წინააღმდეგობის პროცესში აღმოცენდა.


ლეონიდ თიბილოვის, სამხრეთ ოსეთის პრეზინდეტის ინიციატივას რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი გუშინ, 20 ოქტომებრს გამოეხმაურა. მისივე თქმით, კრემლში სამხრეთ ოსეთს “რუსეთის მიერ აღიარებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევენ” და მსგავსი საკითხი მოსკოვსა და ცხინვალს შეხვდრის დროს არ განუხილავთ.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი