ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კრემლი რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმზე თიბილოვის ინიციატივას ემიჯნება

20 ოქტომბერი, 2015 • • 1055
კრემლი რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმზე თიბილოვის ინიციატივას ემიჯნება

“თუ სწორად გავიგე, უშუალოდ შეხვედრაზე [თიბილოვსა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის შეხვედრა ცხინვალში] ასეთი განცხადება [შესაძლო რეფერენდუმზე] არ გაკეთებულა”, – განუცხადა პესკოვმა. 


მისივე თქმით, კრემლში სამხრეთ ოსეთს “რუსეთის მიერ აღიარებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევენ”. 

 

რეფერენდუმის ინიციატივის შესახებ თიბილოვმა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან, ვლადისლავ სურკოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა ცხინვალში გაიმართა. თიბილოვის თქმით, რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანება სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ხალხის საუკუნის ოცნებაა, რომელიც, მისი თქმით, ქართულ შოვინიზმთან და ფაშიზმთან ორსაუკუნოვანი წინააღმდეგობის პროცესში აღმოცენდა.

 

“დღევანდელი პოლიტიკური რეალობა ისეთია, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ისტორიული არჩევანი. უნდა შევუერთდეთ მოძმე რუსეთს და საუკუნეების მანძილზე  ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და აყვავება უზრუნველვყოთ”, – განაცხადა მან.

 

თიბილოვი იმედოვნებს, რომ რეფერენდუმის იდეა ფართომასშტაბიან მხარდაჭრას მოიპოვებს.

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი