გუშინ 9-წევრიანი საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საბჭოს ექვსმა წევრმა. ნატა ძველიშვილი საბჭომ ფარული კენჭისყრის გზით აირჩია.
დირექტორის პოზიციის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 30-მდე ადამიანს ჰქონდა განაცხადი შეტანილი. ქარტის საბჭომ გასაუბრებაზე ნატა ძველიშვილის გარდა კიდევ ორი კანდიდატი – იურისტი ნათია კაპანაძე და ინჟინერ-ელექტრიკოსი, კინორეჟისორი დავით ყიფიანი დაიბარა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორის პოზიციაზე 2013 წლის აპრილიდან ჟურნალისტი თამარ რუხაძე მუშაობდა.