ახალი ამბები

20 სტუდენტი თურქეთიდან საქართველოში უფასოდ ისწავლის

5 ოქტომბერი, 2010 • • 956
20  სტუდენტი თურქეთიდან საქართველოში უფასოდ ისწავლის

თურქეთში მცხოვრები ოცი ახალგაზრდა საქართველოს უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები ერთობლივ პროგრამას – “ისწავლე საქართველოში” ახორციელებენ.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იუწყება, სახელმწიფო სასწავლო გრანტით სწორედ ამ პროგრამით ჩარიცხული სტუდენტები დაფინანსდებიან.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, ისინი გამოცდების ჩაბარების გარეშე ჩაირიცხებიან საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში.

გარდა სასწავლო ხარჯის დაფინანსებისა, მათ სტიპენდია დაენიშნებათ.

თითოეული მათგანი ქართულ ენაზე ისწავლის. პროგრამით გათვალისწინებულია, რომ პირველ წელს სტუდენტები ქართულ ენას შეისწავლიან.

პროგრამაში მონაწილეობის  სურვილი უკვე 20-მა ადამიანმა გამოთქვა. დღეიდან ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხნენ, აცხადებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი