ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს

19 ოქტომბერი, 2015 • • 1169
სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს

ინიციატივის შესახებ თიბილოვმა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან, ვლადისლავ სურკოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა ცხინვალში გაიმართა. თიბილოვის თქმით, რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანება სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ხალხის საუკუნის ოცნებაა, რომელიც, მისი თქმით, ქართულ შოვინიზმთან და ფაშიზმთან ორსაუკუნოვანი წინააღმდეგობის პროცესში აღმოცენდა.

“დღევანდელი პოლიტიკური რეალობა ისეთია, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ისტორიული არჩევანი. უნდა შევუერთდეთ მოძმე რუსეთს და საუკუნეების მანძილზე  ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და აყვავება უზრუნველვყოთ”, -განაცხადა მან.


თიბილოვი იმედოვნებს, რომ რეფერენდუმის იდეა ფართომასშტაბიან მხარდაჭრას მოიპოვებს.



მასალების გადაბეჭდვის წესი