ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი იმედოვნებს, რომ აგვისტოს ომის დანაშაულისთვის სააკაშვილსაც დასჯიან

19 ოქტომბერი, 2015 •
ცხინვალი იმედოვნებს, რომ აგვისტოს ომის დანაშაულისთვის სააკაშვილსაც დასჯიან

ამის შესახებ სააგენტო “რეს”-ს სამხრეთ ოსეთის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, იგორ კოჩიევმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებების გამოძიების დაწყების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

 

“რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ საქართველოს სამხედროების მიერ მშვიდობისა და კაციობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის კოლოსალური მტკიცებულებები იყო შეგროვილი და ამ მოვლენების ობიექტურ გამოძიებებს ველოდებით. ევროპელი მოსამართლეების მიკერძოებულობის მიმართ გარკვეული ეჭვები გვაქვს, თუმცა ველოდებით, რომ სამართალი იზეიმებს”, – აცხადებს კოჩიევი. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას
  

 


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი