ახალი ამბები

ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი გაიხსნა

30 მაისი, 2024 •
ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი გაიხსნა

დღეს, 30 მაისს, გაიხსნა ბაგები-საბურთალოს დამაკავშირებელი ხიდი. უფრო კონკრეტულად, ხიდი ერთმანეთს დააკავშირებს ბაგების წრიულსა და უნივერსიტეტის ქუჩას.

გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრო, ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი, კახა კალაძე და მერიის თანამშრომლები.

ხიდის მშენებლობა 2021 წელს დაიწყო. მისი სიგრძე 332 მეტრია და მოიცავს ოთხზოლიან საავტომობილო გზას, ტროტუარებსა და ველობილიკებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი