ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი: 3 დღეში საქართველოს ოთხი მოქალაქე დავაკავეთ

19 ოქტომბერი, 2015 •
ცხინვალი: 3 დღეში საქართველოს ოთხი მოქალაქე დავაკავეთ

“ლენინგორის რაიონის სოფელ წინაგარში, სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე 13 ოქტომბერს მესაზღვრეებმა გორის რაიონში მცხოვრები 39 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 15 ოქტომბერს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე დაკავებულია, ასევე, ზნაურის რაიონის სოფელ ჭორბაულში ქარელის რაიონში მცხოვრები ორი მოქალაქე. გარდა ამისა, 14 ოქტომბერს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დროს ცხინვალის რაიონის სოფელ სვერში იყო დაკავებული 17 წლის, მარნეულში მცხოვრები საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე , რომელმაც განმეორებით უკანონოდ გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი”, – აცხადებენ ცხინვალში, უშიშროების კომიტეტში.

 

უწყების ცნობითვე, ყველა მასალა სასამართლოს უკვე გადაეცა.


მავთულხლართები; ფოტო: Sputnik-ossetia
მავთულხლართები; ფოტო: Sputnik-ossetia


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას
  


 

მასალების გადაბეჭდვის წესი