ახალი ამბები

გიგი წერეთელი ევროპის საპარლამენტო ფორუმის პრეზიდენტია

5 ოქტომბერი, 2010 •
გიგი წერეთელი ევროპის საპარლამენტო ფორუმის პრეზიდენტია

გიგი წერეთელი ევროპის საპარლამენტო ფორუმის პრეზიდენტად აირჩიეს.

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ინტერნეტ გვერდის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროპის საპარლამენტო ფორუმის პრეზიდენტი აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენელია.

წერეთელი ბრიუსელში 4 ოქტომბერს გამართულ ევროპის საპარლამენტო ფორუმის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე აირჩიეს.

”კომიტეტის წევრებმა, რომლებიც, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებსა და ევროპარლამენტს წარმოადგენენ, გიგი წერეთლის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი”,-ნათქვამია პარლამენტის ოფიციალურ საიტზე.

ბრიუსელში, წერეთელთან ერთად, ორი ვიცე პრეზიდენტი აირჩიეს:საფრანგეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დანიელ ბოსკე და ინგლისის ლორდთა პალატის წევრი ბარონესა ჯენიფერ ტონგე.

ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: განვითარების ათასწლეულის მიზნების (MDG) მხარდაჭერა, გლობალური ჯანდაცვის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, დემოგრაფიის, გენდერული თანასწორობის საკითხები და, ამ მხრივ, საპარლამენტო საქმიანობის კოორდინაცია ევროპაში. ამ ფორუმში 27 ევროპული ქვეყნის საპარლამენტო ჯგუფია გაერთიანებული, აღმასრულებელ კომიტეტში კი – 11 წევრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი