ახალი ამბები

NDI: ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მხარდამჭერთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა

17 ოქტომბერი, 2015 • 1517
NDI:   ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის  მხარდამჭერთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა

NDI-ის 2015 წლის 17 ოქტომბერს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, რომელიც 2015 წლის აგვისტო-სექტემბრის განწყობებს ასახავს,  მოსახლეობის მხოლოდ 61 % -ისთვისაა მისაღები ევროკავშირში ინტეგრაცია, 21%-ის აზრით მიუღებელია მთავრობის გაცხადებული მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებზე და ამავე დროს ევროკავშირის მომხრეთა 12 % -მა განაცხადა, რომ მხარს ასევე უჭერს ევრაზიის კავშირში გაწევრიანებას.

 

2014 წლის აპრილში NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად ევროკავშირში ინტეგრაციას მოსახლეობის 77% უჭერდა მხარს.

 

ევროკავშირის მომხრეთა რიცხვი ბოლო კვლევის შედეგებით ყველაზე დაბალია 2012 წლის თებერვლის შემდეგ.

NDI-ის 2015 წლის აგვისტო სექტემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგი
NDI-ის 2015 წლის აგვისტო სექტემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგი

NDI-ის 2014 წლის აპრილში  ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგი
NDI-ის 2014 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგი

 

გამოკითხვა NDI -ის დაკვეთით CRRC -საქართველომ ჩაატარა. კვლევა ჩატარდა 2015 წლის  8 აგვისტოდან – 10 სექტემბრამდე პერიოდში. კვლევის ფარგლებში  საქართველოს მასშტაბით  წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე 4,448 პირისპირ ინტერვიუ ჩაატარეს. კვლევის შედეგების  საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (sida) მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი