ახალი ამბები

ბორელი „ოცნებას“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს

22 მაისი, 2024 •
ბორელი „ოცნებას“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ამ ფორმით უცხოური გავლენის კანონის გაუქმების შესახებ.

„ვენეციის კომისია მტკიცედ რეკომენდაციას უწევს საქართველოს, გააუქმოს უცხოური გავლენის კანონი არსებული ფორმით. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულოს ეს რეკომენდაცია საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტების დაცვის მიზნით.

ვენეციის კომისიამ 21 მაისს გამოაქვეყნა სასწრაფო დასკვნა რუსულ კანონზე, რომლის მიზანიც საქართველოში მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაა. ვენეციის კომისიის დასკვნა მკვეთრად უარყოფითია.

ვენეციის კომისიის მყარი რეკომენდაციაა, კანონი არსებული ფორმით იქნას გაწვეული, რადგან მის ფუნდამენტურ ხარვეზებს ექნება ნეგატიური შედეგები გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებზე, საჯარო ასპარეზზე საქმიანობის უფლებაზე და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვაზე. საბოლოო ჯამში, ეს კანონი გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

ვენეციის კომისია რუსულ კანონს უარყოფითად აფასებს და „ოცნებას“ მისი გაწვევისკენ მოუწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი