ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელის, CEE Bankwatch Network-ის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში, ყირგიზეთსა და EBRD-ის სხვა ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

მარკ მარტინი წუხილს გამოთქვამს, რომ ვითარება უარესდება ყირგიზეთში „უცხოური წარმომადგენლების“ და საქართველოში მსგავსი „უცხოური გავლენის“ კანონების მიღების გამო და თუ ვითარების ესკალაცია გაგრძელდება, EBRD, აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკის შეწყვეტენ სამთავრობო პროექტების დაფინანსებას.

„ბოლო წლებში Bankwatch-მა ატეხა განგაში სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შეზღუდვის შესახებ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რათა გააფრთხილოს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, რომელთა მონიტორინგსაც ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენ ვაფასებთ EBRD-ის პრეზიდენტის განცხადებებს, რომლებიც გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ. თუმცა, თუ სიტუაციის ესკალაცია გაგრძელდება, ჩვენ ველით, რომ EBRD, სხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი, ისევე როგორც ორმხრივი სააგენტოები, გააძლიერებენ ზეწოლას და შეაჩერებენ ნებისმიერ საჯარო სექტორის დაფინანსებას, რომელიც სარგებელს მოუტანს მთავრობას, ისევე როგორც ნებისმიერი კერძო კომპანიების დაფინანსებას, რომლებიც დაკავშირებულია მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“, — ნათქვამია აცხადებს მარტინი.

Bankwatch ხაზს უსვამს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საინვესტიციო პროექტების განხორციელების რისკების შესამცირებლად, კორუფციის თავიდან ასაცილებლად, სახელმწიფო ფინანსების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად და საზოგადოებისთვის სარგებლის გაზრდისთვის.

„ბანკების განვითარების ინტერესებშია, უზრუნველყონ, რომ სამოქალაქო საზოგადოება განაგრძობს თავისი არსებითი როლის შესრულებას საინვესტიციო პროექტების წარმატებასა და მდგრადობაში“, — აცხადებს Bankwatch-ის აღმასრულებელი დირექტორი.