სომხეთის პოლიციის ცნობით, ერევანში საპროტესტო აქციებზე 12 ადამიანი დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, მიზეზი სამართალდამცავების მიმართ დაუმორჩილებლობაა.
” კავკაზსკი უზელ-ის” ცნობით, ადგილობრივი დროით 12:30 საათისთვის ერევანში საპროტესტო აქციებზე 12 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ მედიას სომხეთის პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზარზანდ გაბრიელიანმა განუცხადა.
გაბრიელიანის თქმით, დაკავებულები პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანეს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო და ბრალი წაუყენეს სომხეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მუხლით.
“კავკაზსკი უზელ-ის” ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის “ეროვნულ-დემოკრატიული პოლუსის” მხარდამჭერი აშოტ პეტროსიანი. როგორც მედიას მოძრაობის წარმომადგენელმა განუცხადა, პეტროსიანი “არასდროს მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, მაგრამ ის პოლიციის განყოფილებაში ქუჩიდან გადაიყვანეს”.
მოგვიანებით “ეროვნულმა-დემოკრატიულმა პლუსმა” განაცხადა, რომ დააკავეს არმინე სახოიანიც. მოძრაობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათი მხარდამჭერები გიუმრიშიც მართავენ საპროტესტო აქციებს, კეტავენ ქუჩებს, მათ შორის ამისთვის იყენებენ ნაგვის ურნებსაც.