ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანმა სომხეთის ევროკავშირში წევრობა 2024 წელსვე ისურვა

15 მაისი, 2024 •
ფაშინიანმა სომხეთის ევროკავშირში წევრობა 2024 წელსვე ისურვა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სურს სომხეთი ევროკავშირის წევრი 2024 წელს გახდეს.

ამის შესახებ ფაშინიანმა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტის ფარგლებში თემაზე “ფრონტიდან: სომხეთის დემოკრატიის დაცვა” დისკუსიის დროს განაცხადა.

მოდერატორის კითხვაზე, რომელ წელს ისურვებდა, რომ სომხეთის რესპუბლიკა ევროკავშირის წევრი გამხდარიყო, სომხეთის პრემიერმა უპასუხა – “წელს”.


23 აპრილიდან ერევანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ მინისტრობის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით, რისი მიზეზიც მთიანი ყარაბაღის დათმობა და აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი