ახალი ამბები

“აქვს ყვრიმალის, ზედა ყბისა და თვალის ბუდის მრავლობითი მოტეხილობა” – დავით ქაცარავას ოპერაცია ჩაუტარდა

14 მაისი, 2024 •
“აქვს ყვრიმალის, ზედა ყბისა და თვალის ბუდის მრავლობითი მოტეხილობა” – დავით ქაცარავას ოპერაცია ჩაუტარდა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტ დავით ქაცარავას, რომელიც პოლიციამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავა, ოპერაცია ჩაუტარდა. ქაცარავას ცოლის, სოფია ხაჭაპურიძის ინფორმაციით მას სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა აქვს.

დასრულდა ოპერაცია. მადლობა ექიმებს უმაღლესი დონის პროფესიონალიზმისთვის. იმედია ისინი ობიექტურად და სამართლიანად შეაფასებენ მის მდგომარეობას რა მდგომარეობითაც შეიყვანეს კლინიკაში. სამართლებრივი შეფასებისთვის ესაა უმნიშვნელოვანესი.

სასტიკი მეთოდით, მრავალი ადამიანის მიერ სახეში გამეტებით რტყმის შედეგად აქვს სახის ძველების მრავლობითი მოტეხილობა, ყვრიმალის, ზედა ყბისა და თვალის ბუდის. ყველაფერი კარგად იქნება! გავიმარჯვებთ სახელოვნად!”, – წერს ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ქაცარავა პირდაპირ ეთერში, იმ დროს დააკავეს, როცა პოლიციელებთან კომუნიკაციას ცდილობდა. რამდენიმე პოლიციელი კორდონიდან გამოვარდა და აქტივისტი, რომელიც მათ ესაუბრებოდა, ძალით შეათრიეს მათ რიგებში. დაკავების მომენტში მას სახეზე დაზიანებები არ ეტყობოდა. დაკავებიდან რამდენიმე საათში მის ცოლს დაურეკეს და შეატყობინეს, რომ ქაცარავა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ოპერაციამდე გადაღებულ ფოტოში ჩანს დასისხლიანებული და დალურჯებული აქტივისტი.

სასრტიკად ნაცემი დავით ქაცარავა. ფოტო: გიორგი კიკაბიძე/ფორმულა

მასალების გადაბეჭდვის წესი