ახალი ამბები

ცეკვა პრეზიდენტის ინიციატივით

4 ოქტომბერი, 2010 •
ცეკვა პრეზიდენტის ინიციატივით

დღეიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში ცეკვის მასწავლებლების ვაკანსიას აცხადებს.

ცეკვის გაკვეთილები სკოლაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით შემოდის. სიახლეზე პრეზიდენტმა პედაგოგებთან  შეხვედრისას, 26 აგვისტოს, განაცხადა:

”ჩვენ შემოგვაქვს ქართული ცეკვის გაკვეთილები სკოლაში. რეალურად, ფუფუნება გახდა ცეკვაზე ბავშვის შეყვანა, ელემენტარულად, თავის ქორწილში მაინც უნდა შეძლოს ადამიანმა ცეკვა”.

მალევე პრეზიდენტის განცხადებიდან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილე შეხვედრებს მართავდა სკოლაში ცეკვის დანერგვასთან დაკავშირებით. კოკა სეფერთელაძე  სხვადასხვა ანსამბლის ხელმძღვანელებს ხვდებოდა.

უკვე დღეიდან განათლებისა და მეცნიერების სამინსიტრო, ცეკვის პედაგოგების მიღებაზე, კონკურსს აცხადებს.

პროგრამის საპილოტე ვერსია 40 სკოლაში დაინერგება, ხოლო მომდევნო სასწავლო წლიდან ცეკვის გაკვეთილი ყველა საჯარო სკოლისთვის სავალდებულო გახდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი