ახალი ამბები

გიორგი გვიმრაძე პრორუსულობის ბრალდებაზე: საქართველოს ევროპული არჩევანი უალტერნატივოა

9 ოქტომბერი, 2015 •
გიორგი გვიმრაძე პრორუსულობის ბრალდებაზე: საქართველოს ევროპული არჩევანი უალტერნატივოა

“ბოლო წლების განმავლობაში დაკავებული ვიყავი ანალიტიკური საქმიანობით “სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრში”, რაც გულისხმობდა იმას, რომ მიწევდა და ვმონაწილეობდი სხვადასხვა ფორმატის ღონისძებებში. შესაბამისად, ვურთიერთობდი სხვადასხვა პოზიციის, ზოგჯერ ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი პოზიციის, ადამიანებთან. ასევე, დიახ, ვმონაწილეობდი სომხეთში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნებოდა პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციულ პროექტებს. ჩემი მოხსენება ეხებოდა ევროპული არჩევანის უალტერნატივობას. რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ამ ფორმაციის რუსეთის ფედერაციასთან, მე მგონია, რომ საქართველოს ურთიერთობების მოწესრიგება არის შეუძლებელი. თუმცა ვადასტურებ, რომ ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის პროცესებში ვიყავი ჩართული. მგონია, რომ დიალოგი არის ერთი შესაძლებლობა იმისა, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ნეიტრალიზება მოხერხდეს”, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

გიორგი გვიმრაძე ამბობს, რომ რუსული ენა დიდხანს იქნება კავკასიაში კომუნიკაციის ენა და ფიქრობს, რომ საქართველოში ეს ენა უნდა იცოდნენ.

 

კითხვაზე, თუ რატომ გამოთქვამს წუხილს იმის შესახებ, რომ საქართველოში რუსული ენა იკარგება, გვიმრაძემ უპასუხა, რომ მანს არ იცის რაზე გამოთქვამდა წუხილს, მაგრამ წუხს იმაზე, რომ “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული რუსეთის მხრიდან”.

 

გიორგი გვიმრაძემ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ბრიტანულ საკონსულტაციო კომპანიასთან ერთად 26 ოქტომრიდან დაიწყებს “ევროპული ტიპის ინტეგრირებული მულტიმედიური საინფორმაციო სამსახურის ჩამოყალიბებას, რაც მოგვცემს უფრო მეტად მიუკერძოებელი და ობიექტური საინფორმაციო საქმიანობის წარმოების გარანტიას.”

 

გორჩაკოვის ფონდმა გამოაქვეყნა ინტრევიუ გიორგი გვიმრაძესთან, სადაც იგი საუბრობს რუსული ენის მნიშვნელობაზე პოსტსაბჭოთა სივრცეში,  კონკრეტულად კი, საქართველოსთვის. ინტერვიუში ასევე საუბრობს საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის თაობაზე.

 

2014 წლის სექტემბერში გვიმრაძე ერევანში დისკუსიაში მონაწილეობდა, რომელიც შეეხებოდა თემას – “ევრაზიული ინტეგრაცია: პოტენციური პრობლემები და გამოწვევები”.

გიორგი გვიმრაძე
გიორგი გვიმრაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი