ახალი ამბები

ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით – ბაიდენის მრჩეველი

11 მაისი, 2024 •
ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით – ბაიდენის მრჩეველი

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი ეხმაურება საქართველოში “რუსული კანონის” ორგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

“ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო. ქართველი პარლამენტარები კრიტიკული არჩევანის წინაშე დგანან – მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს თუ მიიღონ კრემლის სტილის უცხოელი აგენტების კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს”, – წერს სალივანი X-ზე.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი რიტორიკა, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და მიზნად ისახავს ქართველების იზოლირებას შეერთებული შტატებისგან და ევროპისგან.

“ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ”, – დასძენს ბაიდენის მრჩეველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი