ახალი ამბები

ორი ხელმოწერა მემორანდუმზე

2 ოქტომბერი, 2010 • • 980
ორი ხელმოწერა მემორანდუმზე

2011-13 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით, ევროკავშირი საქართველოსთვის 30 მილიონ 86 ათას ევროს გამოყოფს.

მხოლოდ 2011 წლისთვის “ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამის” ფარგლებში განსაზღვრული თანხა 7 მილიონ 73 ათასი ევროა.

დღეს გიორგი ბარამიძემ და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა “ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამის” მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ვიცე პრემიერმინისტრმა და პერ ეკლუნდმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ითქვა, რომ გარდა დასახელებული თანხისა, არ არის გამორიცხული კიდევ  დამატებითი თანხები გამოიყოს.

“ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამის” ფარგლებში, განხორციელდება საქართველოს ის სახელმწიფო უწყებები, რომლებიც დაკავშირებულები არიან ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების, ასევე ვიზების ლიბერაზაციის კუთხითთ მიმდინარე მოლაპარაკებებთან.

 გამოყოფილი ბიუჯეტით  ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო სტრუქტურების დაძმობილების და ტექნიკური დახმარების პროგრამა – TWINNINGN-ი დაფინანსდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი