ახალი ამბები

მატარებლების შეჯახებას ინდონეზიაში 35 ადამიანი შეეწირა

2 ოქტომბერი, 2010 • • 949
მატარებლების შეჯახებას ინდონეზიაში 35 ადამიანი შეეწირა

მატარებლების შეჯახები შედეგად, ინდონეზიაში 35 ადამიანი გარდაიცვალა და ათობით დაშავდა.

კატასტროფა დღეს, გამთენიისას, მოხდა, როცა ჯაკარტადან გამოსული მატარებელი სადგურში მდგარ მატარებელს დაეჯახა.

შეჯახების სავარაუდო ვერსიად ოფიციალური პირები სიგნალის მოშლას ასახელებენ. თუმცა, ამის გარდა, სახელდება კიდევ ერთი ვერსია, – მაღალი სიჩქარე.

ბიბისის კორესპონდენტი ჯაკარტადან ამბობს, რომ ინდონეზიაში მატარებლის კატასტროფა ხშირია, რადგან მატარებლების უმეტესობა ცუდ მდგომარეობაშია.

ყველაზე მეტი დაღუპული  იმ სამ ვაგონში იყო, რომელიც ამოტრიალდა.

რაც შეეხება დაშავებულებს, მინიმუმ 40 ადამიანია  საავადმყოფოში გადაყვანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი