ახალი ამბები

მუშარაფი პოლიტიკას უბრუნდება

2 ოქტომბერი, 2010 •
მუშარაფი პოლიტიკას უბრუნდება

პაკისტანის ყოფილმა პრეზიდენტმა ფერვიზ მუშარაფმა პოლიტიკაში დაბრუნება განიზრახა და ლონდონში გამართულ შეხვედრაზე საზოგადოებას ახალი პარტიის დაარსების შესახებ ამცნო. ახლადშექმნილ „სრულიად პაკისტანის მუსულმანთა ლიგას“  2013 წლის არჩევნებში იგი დასაყრდენად გამოიყენებს. 67 წლის გენერალი ხელისუფლებაში 1999 წელს, სამხედრო გადატრიალების შედეგად, მოვიდა და 2008 წელს, მასობრივი საპროტესო აქციების შემდეგ, იძულებული გახდა, გადამდგარიყო.  თავი მან ბრიტანეთს შეაფარა. მუშარაფის განცხადებით, ქვეყანა კრიზისშია და სანამ სიტუაცია უმართავი გახდება, დროა ქვეყანას კვლავ სათავეში ჩაუდგეს. არმიის გულის მოსაგებად,  საუბარში მან სამხედროების უფლებების შელახვაზეც გაამახვილა ყურადღება.

 

NYTIMES

მასალების გადაბეჭდვის წესი