ახალი ამბები

ეკვადორის პრეზიდენტმა გადატრიალების მცდელობა აღკვეთა

2 ოქტომბერი, 2010 • 1234
ეკვადორის პრეზიდენტმა  გადატრიალების მცდელობა  აღკვეთა

ეკვადორის პრეზიდენტმა გადატრიალების მცდელობის აღკვეთა შეძლო.

რამდენიმე დღის წინ პოლიციელთა საპროეტესტო აქცია გადატრიალების მცდელობაში გადაიზარდა. მეამბოხეებმა რამდენიმე სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება მოახერხეს და პრეზიდენტსაც კი დაესხნენ თავს. ცრემლსადენი გაზით მოწამლული რაფაელ კორეა ერთგულმა სამხედრო შენაერთებმა გადაარჩინეს.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა.

ლათინური ამერიკის ქვეყნის ლიდერები კორეას სოლიდარობას უცხადებენ და ქვეყანაში სიტუაციის დარეგულირებას ახლო მომავალში იმედოვნებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი