ახალი ამბები

გიორგი ბარამიძე და ელჩი პერ ეკლუნდი ხელს მოაწერენ ურთიერთგაგების მემორანდუმს

1 ოქტომბერი, 2010 • 1157
გიორგი ბარამიძე და ელჩი პერ ეკლუნდი ხელს მოაწერენ  ურთიერთგაგების  მემორანდუმს

სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევრო-ატლანტიკური  ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ელჩი პერ ეკლუნდი ხელს მოაწერენ  ურთიერთგაგების  მემორანდუმს ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამის (CIB) შესახებ.

 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ამ  პროგრამის მიზანია ისეთი ძირითადი სახელმწიფო  ინსტიტუტების მხარდაჭერა, როგორებიცაა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა  დაცვის  ეროვნული სამსახური, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი და სტანდარტების, ტექნიკური რეგულირებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო; ასევე კონტროლის პალატა, პარლამენტი და სახალხო დამცველის აპარატი. ეს ინსტიტუტები საკვანძო როლს შეასრულებენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც საქართველოში 2010 წლის 15-16 ივლისს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კეტრინ ეშტონის ვიზიტის დროს დაიწყო. ეს შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო პოლიტიკურ კავშირსა და თანდათანობით ეკონომიკურ ინტეგრაციას ისახავს მიზნად. დაფინანსება დაეხმარება ამ საკვანძო ინსტიტუტებში მმართველობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი რეფორმების ჩატარებასა და ევროკავშირთან ურთიერთობების გაძლიერებას

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი