ახალი ამბები

ქართველი დოცენტები გერმანიაში გაემგზავრებიან

1 ოქტომბერი, 2010 • • 1053
ქართველი დოცენტები გერმანიაში გაემგზავრებიან

უმაღლესი სასწავლებლების დოცენტები 2010-2011 სასწავლო წელს გერმანიაში გაემგზავრებიან. დოცენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში ისწავლიან. გაცვლითი პროგრამა ,,ტვინინგის’’ პროექტის ფარგლებში განხორციელდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გერმანიის საგარეო საქმეთა  ფედერალური სამინისტროს კულტურისა და კომუნიკაციის განყოფილების უფროსმა, ელჩმა ვერნერ ვნენდტმა ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე დღეს იმსჯელეს.

,,ტვინინგის’’ პროექტით გერმანია საქართველოს ბოლონიის პროცესის განხორციელებაში ეხმარება. გარდა ამისა, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის საშუალებით ორ ქვეყანას შორის გაცვლითი პროგრამები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტი საქართველოში 2009 წლიდან მოქმედებს და მას საქართველოს განათლების სამინისტრო ხელმძღვანელობს. პროექტის გერმანელი პარტნიორები არიან – გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო, პედაგოგიური სწავლების საერთაშორისო ცენტრი და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური. 

დღესვე, 16.00 საათზე, დიმიტრი შაშკინი და ვერნერ ვნენდტი თბილისში, შატბერაშვილის ქუჩაზე, გერმანულ საერთაშორისო სკოლას გახსნიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი