ახალი ამბები

საბანკო სექტორი თვეს მოგებით ასრულებს

1 ოქტომბერი, 2010 •
საბანკო სექტორი თვეს მოგებით ასრულებს

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს 19–მა კომერციულმა ბანკმა გასული თვე, ისევე როგორც ივლისის თვე, მოგებით დაასრულა.

მოგებამ თავისი შედეგებით 12.1 მლნ ლარი, ხოლო წლის დასაწყისიდან 71.6 მლნ ლარი შეადგინა.

ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში, წინა თვესთან შედარებით, 2.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 77.3 პროცენტს  მიაღწია, წერს ეროვნული ბანკის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი

მასალების გადაბეჭდვის წესი