უზენაეს სასამართლოში საზოგადოების ნაწილის შეხვედრა კოტე კუბლაშვილთან ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის თაობაზე 2 საათს გაგრძელდა. ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის ამოქმედებასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხი დღეს 70-მდე ადამიანმა კოტე კუბლაშვილისგან მოისმინა.
როგორც უზენაესი სასამართლოს პრეს სამსახურმა ნეტგაზეთს განუცხადა, შეკრებილი ადამიანები იყვნენ ისინი, ვინც სასამართლოს, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით, სატელეფონო კითხვებით მიმართა.
კითხვების ნაწილი ნაფიც მსაჯულთა ფორმირების წესს ეხებოდა. დამსწრეებს აინტერესებდათ, არის თუ არა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ანაზღაურებადი, აქვთ თუ არა ნაფიც მსაჯულებს სასამართლო პროცესში კითხვებით ჩართვის უფლება, როგორ იქნება ნაფიც მსაჯულთა უსაფრთხოება დაცული და სხვ.
ახალი სისხლის სამართლის კოდექსი, 1 ოქტომრიდან ამოქმედდება. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტიც ამავე თარიღიდან შევა ძალაში.