ახალი ამბები

იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ დამატებითი თანხები მოითხოვა ბიუჯეტიდან

30 სექტემბერი, 2010 • 962
იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ დამატებითი თანხები მოითხოვა  ბიუჯეტიდან

იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები მოითხოვა, რათა  ქვეყნის ირგვლივ არსებულ კუნძულებზე ჯარის განთავსების შესაძლებლობა დაწვრილებით შეისწავლოს.

ექსპერტთა ვარაუდით, ეს უფრო გაამწვავებს იაპონიასა და ჩინეთს შორის, სეინერის დაკავების შემდეგ, წარმოქმნილ კონფლიქტს. 

ორ ქვეყანას შორის სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ სავაჭრო ურთიერთობის რამდენიმე სექტორი საერთოდ შეწყდა.  იაპონიის ახალი ინიციატივა ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ ნამდვილად არ არის მიმართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი