ახალი ამბებირეკლამა

ახალი საავტომობილო ბრენდი ქართულ ბაზარზე – ZEEKR საქართველოშია

12 აპრილი, 2024 • 681
ახალი საავტომობილო ბრენდი ქართულ ბაზარზე – ZEEKR საქართველოშია
  • ხელშეკრულებას ხელი „თეგეტა ჰოლდინგის“ ცენტრალურ ოფისში მოეწერა

Tegeta cars-ი საქართველოში ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდის, ZEEKR-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. Geely Holding-ში შემავალ კომპანიასთან სადილერო ხელშეკრულებას „თეგეტა ჰოლდინგმა“ ხელი უკვე მოაწერა.

ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც თეგეტას ცენტრალურ ოფისში გაიმართა, ZEEKR-ის ფინანსური დირექტორი კომპანიის რეგიონულ დირექტორთან  და მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ZEEKR 001 და ZEEKR X – პირველი მოდელებია, რომელთა შეძენაც მომხმარებელს ივნისიდან შეეძლება. ბრენდის ავტომობილები, სმარტ დივაისის მსგავსად, მობილური ტელეფონით იმართება და აქვს მოდერნიზებული ანგარიში. აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით – ადაპტირებული კრუიზკონტროლით, შეჯახების საწინააღმდეგო სისტემით, 14 კამერითა და რადარებით. გამოირჩევა სპორტული მახასიათებლებით, სტანდარტული და პნევმატიკური დაკიდების სისტემებით. ავტომობილს აქვს სიმაღლის რეგულირების საშუალება საფარის შესაბამისად და ასევე, მართვის ხუთი განსხვავებული რეჟიმი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ერთი დამუხტვით 450-დან 1200 კილომეტრამდე გავლაა შესაძლებელი, რაც საქართველოში რეკორდული მაჩვენებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი