ახალი ამბები

შიდსის ახალი სტატისტიკა საქართველოში

29 სექტემბერი, 2010 • • 1024
შიდსის ახალი სტატისტიკა საქართველოში

 სექტემბრის თვეში შიდსის ცენტრი ახალ სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2010 წლის მანძილზე  აივ ინფიცირების 304 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ცენტრის ინფორმაციით, 755 პაციენტი არვ (ანტირეტროვირუსული მკურნალობა)მკურნალობაზეა, მათგან კი 30 ბავშვია. ამ ტიპის მკურნალობა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის წინააღმდეგაა მიმართული და პაციენტს სიცოცხლეს უხანგრძლივებს.

საქართველოში შიდსის ვირუსით ინფიცირების 2540 შემთხვევაა დაფიქსირებულა. ინფიცირებულთა უმრავლესობა მამაკაცია. კერძოდ, 1877. რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, ყველაზე მეტი დაინფიცირებული 30-39 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი