ახალი ამბები

თსუ-ში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

29 სექტემბერი, 2010 • • 952
თსუ-ში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს არჩევნების მიმდინარეობის პროცესი დასრულდა.

როგორც უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელმა, თინათინ იზორიამ ნეტგაზეთს განუცხადა, ამ დროისთვის ყველა უბანი დახურულია და არჩევნებმა ექსცესების გარეშე ჩაიარა.

”ამომრჩეველთა აქტივობა იყო დაახლოებით 70%, ანუ არჩევნები შედგა”,-განაცხადა იზორიამ.

პირველადი შედეგები საღამოს 8-9 საათისთვის გახდება ცნობილი.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს არჩევნები დილის 10 საათიდან დაიწყო.

ამომრჩეველთა შორის  თსუ-ს პროფესურა და საფაკულტეტო საბჭოებში წარმოდგენილი სტუდენტური თვითმმართველობის წევრები იყვნენ.

არჩევნების შედეგად აკადემიური საბჭოს შვიდი ახალი წევრი აირჩევა. მათ შორის, ერთი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის, 2- იურიდიულისათვის, 2 სოციალურ პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის და 2 – ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის. არჩევანი 15 კანდიდატს შორის კეთდება. დღეს არჩეული კანდიდატები 4 წლის მანძილზე დარჩებიან უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი