ახალი ამბები

ეროვნული ფორუმი თბილისის მოსახლეობას ხვდება

29 სექტემბერი, 2010 • • 1161
ეროვნული ფორუმი თბილისის მოსახლეობას ხვდება

ეროვნული ფორუმი თბილისის სხვადასხვა უბანში შეკრებებს აწყობს. დღეს ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე ლონდონის ბაღში მოსახლეობას შეხვდა. მოგვიანებით მასვე შეხვედრა აქვს დაგეგმილი დიდუბის რაიონის მოსახლეობასთან.

გუბაზ სანიკიძემ ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ ზაფხულის მანძილზე ფორუმმა რეგიონები მოიარა, ახლა კი თბილისის მოსახლეობას ხვდება და ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ესაუბრება.

ხალხთან გამოსვლისას გუბაზ სანიკიძემ ახსენა, რომ არ არის გამორიცხული მასშტაბური საპროტესტო აქცია, რომელსაც თავად ფორუმი უხელმძღვანელებს. მან იქვე დაამატა, რომ წინასწარ თარიღის დათქმა არ არის სასურველი.

ნეტგაზეთის კითხვაზე, უკავშირდება თუ არა თბილისის მოსახლეობასთან შეხვედრა სავარაუდო საპროტესტო აქციას, გუბაზ სანიკიძემ უპასუხა: ”არც ეს არ გამოირიცხება”. თარიღთან დაკავშირებით კი ასე გვიპასუხა:”რომც ვიცოდე, არ გეტყვით”.

იმ დროს, როცა გუბაზ სანიკიძე ლონდონის ბაღში მოსახლეობას ხვდებოდა, კახა შარტავა, ეროვნული ფორუმის კიდევ ერთი ლიდერი, თბილისის სხვა უბანში ხვდებოდა მოსახლეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი