თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს არჩევნები დილის 10 საათიდან დაიწყო.
800 ამომრჩეველი აკადემიურ საბჭოს წევრებს აირჩევს. ამომრჩეველთა შორის თსუ-ს პროფესურა და საფაკულტეტო საბჭოებში წარმოდგენილი სტუდენტური თვითმმართველობის წევრები არიან.
აკადემიური საბჭოს 7 წევრია ასარჩევი, მათ შორის, ერთი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის, 2- იურიდიულისათვის, 2 სოციალურ პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის და 2 – ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის. არჩევანი 15 კანდიდატს შორის კეთდება. დღეს არჩეული კანდიდატები 4 წლის მანძილზე დარჩებიან უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში.