ახალი ამბები

კობახიძემ დაზვერვის სამსახურის უფროსი გაათავისუფლა

4 აპრილი, 2024 • 1117
კობახიძემ დაზვერვის სამსახურის უფროსი გაათავისუფლა

დაზვერვის გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანება ლომიძის გათავისუფლების შესახებ მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შალვა ლომიძე დაზვერვის სამსახურის უფროსად 2021 წლის აპრილში, მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა. მანამდე, 2020 წლის იანვრის ბოლოდან, რაც ლევან იზორიამ თანამდებობა დატოვა, შალვა ლომიძე დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 2014-2020 წლებში ლომიძე დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იყო. 2005-2012 წლებში შალვა ლომიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ლომიძის შემცვლელი ჯერ დანიშნული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი