„ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) წევრი მირიამ ლექსმანი ეხმაურება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ე.წ. რუსული კანონის დაბრუნების შესახებ.

„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი ქმედებების შემოწმება გაეუქმებინა, მაგრამ სიმართლეს ვერ გააუქმებენ. „ქართული ოცნების“ მთავრობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მზად არის, საბოტაჟი მოუწყოს საქართველოს ევროპული რეფორმების გზას“, — წერს ლექსმანი X-ზე.

„ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, დღეს, 3 აპრილს, განაცხადა.

მდინარაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომას არ დასწრებია, თუმცა „რუსული კანონის“ დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

ამ თემაზე:

„ოცნება“ „რუსულ კანონს“ აბრუნებს

„ოცნება“ „რუსულ კანონს“ აბრუნებს