უეფას ბილეთების პორტალზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 15 აპრილს, საქართველოს დროით 13:00 საათზე დაიწყება.

ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ნაკრები ავრცელებს.

ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ამ ბმულზე.

“დეტალურ ინფორმაციას და გზამკვლევს ჩვენი გუნდის გულშემატკივარს უახლოეს დღეებში გავუზიარებთ”, – აცხადებენ ეროვნულ ნაკრებში.