ლიეტუველი ევროპარლამენტარი, Renew Europe Group-ის წევრ პეტრას აუსტრევიჩიუსი ეხმაურება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ე.წ. რუსული კანონის დაბრუნების შესახებ.

„როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრო-აზიური ტირანიისკენ მიისწრაფვის. ევროკავშირსა და ამ უკანასკნელს შორის კომპრომისი არ არსებობს, რადგან დემოკრატიული კრიტერიუმები მოლაპარაკებების საგანი არ არის“, — წერს ევროპარლამენტარი X-ზე.

„ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან 1 წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, დღეს, 3 აპრილს, განაცხადა.

მდინარაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომას არ დასწრებია, თუმცა „რუსული კანონის“ დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

„ოცნება“ „რუსულ კანონს“ აბრუნებს