ახალი ამბები

ქართველი მეცნიერები HP-ს კვლევით კონკურსებში

28 სექტემბერი, 2010 •
ქართველი მეცნიერები HP-ს კვლევით კონკურსებში

კომპანია HP-სთან ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტმა შეთანხმებას მიაწია ქართველი მეცნიერების HP-ს ინოვაციურ კვლევებში ჩართვასთან დაკავშირებით.

ქართველი მეცნიერები, მკვლევარები და ინოვატორული ჯგუფები კომპანია HP-სთან (კომპიუტერების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში)ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას შეძლებენ, რომლებიც ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური პროდუქტების და ტექნოლოგიების შექმნისაკენ იქნება მიმართული, აცხადებს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

აღნიშნულზე შეთანხმება ვერა გულუას HP-სთან გამართული შეხვედრისას მოხდა.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის და კომპანია HP -ს წარმომადგენლებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ქართველ მეცნიერებს დაწყებული შემდეგი წლიდან HP-ს კვლევით კონკურსში (Open Innovation Office) ჩართვა შეეძლებათ, რომელიც რამდენიმე ინოვაციურ მიმართულებას აერთიანებს.

წარმოდგენილი პროექტების მოწონების შემთხვევაში განსაზღვრულია რამდენიმეწლიანი დაფინანსება და HP-სთან პარტიორული თანამშრომლობა პროექტის განვითარების კუთხით.

მასალების გადაბეჭდვის წესი