ახალი ამბები

ფოტოგამოფენა გარემოს დაცვის სამინისტროსგან

28 სექტემბერი, 2010 • • 973
ფოტოგამოფენა გარემოს დაცვის სამინისტროსგან

სამდღიანი ფოტოგამოფენა,სადაც  კინტრიშის ნაკრძალის ფოტოებია წარმოდგენილი, დღეს შერატონ მეტეხი პალასში  გოგა ხაჩიძემ გახსნა.

გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინსიტრთან ერთად, გამოფენაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძე იმყოფებოდა.

კინტრიშის ნაკრძალის ფოტო-გამოფენაზე საუკეთესო ფოტოდ მარიამ სულამანიძის ნამუშევარი დასახელდა. მას კოლხეთის ეროვნულ პარკში 2 კაციანი ტურის საგზური გადაეცა, იტყობინება გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ოფიციალური ინტერნეტ გვერდი.

სამინისტროს ინფორმაციით, კინტრიშის ნაკრძალში ფოტო-ტური დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით ივლისის თვეში მოეწყო. ორდღიანი ტურის განმავლობაში პროფესიონალმა ფოტოგრაფებმა კინტრიშის ნაკრძალი დაათვალიერეს, გადაიღეს ფოტოები ტურისტულ მარშრუტებზე.

გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინტერნეტ გვერდიდან
გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინტერნეტ გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი