ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა უარყოფითად იმოქმედებს სომხეთის უსაფრთხოებაზე — რუსეთი

29 მარტი, 2024 • 4365
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა უარყოფითად იმოქმედებს სომხეთის უსაფრთხოებაზე — რუსეთი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოცემა „TASS-თან“ განაცხადა, რომ სომხეთსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმი გამოიწვევს რესპუბლიკიდან პერსპექტიული ახალგაზრდების გადინებას და უარყოფითად იმოქმედებს მის უსაფრთხოებასა და ეკონომიკაზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს კომენტარი გააკეთა მოხსენებაზე, სახელწოდებით, „ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება: მეტი ევროპა სომხეთში, მეტი სომხეთი ევროპაში“, რომელიც ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ხელმძღვანელობით არის მომზადებული.

„ავტორები ცდილობენ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას, რაც გამოიწვევს ახალგაზრდა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მნიშვნელოვან გადინებას ევროპაში და უარყოფითად იმოქმედებს სომხეთის ეკონომიკასა და უსაფრთხოებაზე.

ეს ჩანს საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის და, ფაქტობრივად, უკვე ევროკავშირში შემავალი ბალტიის ქვეყნების, პოლონეთის, რუმინეთის, ბულგარეთის და ა.შ. მაგალითებში, რომელთა მოსახლეობაც მასობრივად მიედინება უფრო განვითარებულ ქვეყნებში, დაბალანაზღაურებადი სამუშაოებისთვის“, — განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.


5 აპრილს ბრიუსელში შეხვედრა გაიმართება სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შორის, რომლის შესახებაც სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა. 

შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ სამმხრივი თანამშრომლობის ასპექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სომხეთის განვითარებას.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი