ახალი ამბებირეკლამა

რას სთავაზობს ლიდერი დეველოპერი არქი საბურთალოზე ბინის შეძენის მსურველებს

29 მარტი, 2024 • 657
რას სთავაზობს ლიდერი დეველოპერი არქი საბურთალოზე ბინის შეძენის მსურველებს

თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უბან საბურთალოზე ინფრასტრუქტურა უფრო და უფრო ვითარდება. აქ შენდება თბილისის ცენტრალური პარკი, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი, იხსნება ახალი სავაჭრო ცენტრები და მრავალფეროვანი კვების ობიექტები. ინფრასტრუქტურის განვითარება კი ამ უბანში ახალაშენებულ საცხოვრებელ სახლებზე მოთხოვნის ზრდას იწვევს. ჩვენ მოგიყვებით, რას გთავაზობთ ლიდერი დეველოპერული კომპანია პრესტიჟულ უბან საბურთალოზე.

არქი უნივერსი

საუკეთესო ადგილას, გამორჩეულ პროექტში ცხოვრების მსურველებს არქი ელიტარულ საცხოვრებელ კომპლექსს არქი უნივერსს სთავაზობს. კომპლექსი თანამედროვე ადამიანის სურვილებს უპასუხებს და უნივერსიტეტის ქუჩაზე გამორჩეულ გარემოს შექმნის. არქის ბინები საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე გამოირჩევა ულამაზესი პანორამული ხედებით. 26-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი 257 ბინას, ევრუპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზს, ღია აუზს და კომფორტულ ლობის აერთიანებს. არქი უნივერსი ისეა დაპროექტებული, რომ მობინადრეებს ყოველდღიურობა გაუმარტივოს: ორ საცხოვრებელ ბლოკს მასშტაბური კომერციული სივრცე აკავშირებს, სადაც ერთ სივრცეში განთავსდება  კაფეები, სუპერმარკეტი, აფთიაქი და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტი.

არქი უნივერსის ექსტერიერს დახვეწილს ხდის მინის მოაჯირები და უმაღლესი ხარისხის საფასადო მასალა ტერაკოტა, რომელიც გერმანიისა და პორტუგალიის ქარხნებში იწარმოება. ტერაკოტა ინარჩუნებს იერსახეს დიდი ხნის მანძილზე, ხანძარგამძლეა და გათვლილია მაღალი სიძლიერის ქარზე. ეს ყველაფერი ტერაკოტას მაღალსართულიანი შენობების მოსაპირკეთებელ საუკეთესო მასალად აქცევს. საცხოვრებელი კომპლექსის თანამედროვე და ესთეტიკური არქიტექტურა უნივერსიტეტის ქუჩაზე ურბანულ განვითარებასაც შეუწყობს ხელს, აქტიურ და მრავალფეროვან სივრცეს შექმნის.

არქი ნუცუბიძე 2

სუფთა ჰაერზე, სიმწვანეში და ამავე დროს ცენტრალურ უბანში ცხოვრების მსურველებს არქი კიდევ ერთ გამორჩეულ კომპლექსს არქი ნუცუბიზე 2-ს სთავაზობს, რომელიც ლისის ტბასთან ახლოს, ნუცუბიძის IV პლატოზე შენდება. კომპლექსის მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ ფეხით სულ რაღაც 10 წუთში მივიდნენ ლისის ტბაზე, სადაც შეძლებენ დასვენებას, დროის სასიამოვნოდ გატარებას და სხვადასხვა პოპულარული კვების ობიექტით სარგებლობას. არქი ნუცუბიძე 2  გამოირჩევა ლამაზი ექსტერიერით და აერთიანებს გამწვანებულ ეზოს, საბავშვო გასართობ სივრცესა და სპორტულ მოედანს.

დასრულებული პროექტები საბურთალოზე

არქის საბურთალოზე 5 დასრულებული პროექტი აქვს: არქი ნუცუბიძე, არქი ცენტრალური პარკი, არქი საბურთალო, არქი ქავთარაძე და არქი ნუცუბიძე 1. თითოეული პროექტი საბურთალოს საუკეთესო ადგილას მდებარეობს და გამოირჩევა ექსტერიერით. ამ დროისთვის ჯერ კიდევ შესაძლებელია ბინის შეძენა ორ დასრულებულ პროექტში: არქი ცენტრალური პარკი, რომელიც პრემიუმ კლასის პროექტია და თბილისის ყველაზე გამწვანებული ადგილის გვერდით მდებარეობს. ასევე, მშვიდ და მყუდრო ადგილას, ლისის ტბიდან მხოლოდ 5 წუთის სავალზე, ნუცუბიძის ფერდობზე მდებარე 9-სართულიან პროექტში არქი ნუცუბიძე.

მშენებლობის ხარისხი და შეძენის პირობები

ლიდერი დეველოპერული კომპანია ყველა პროექტის მშენებლობაში უმაღლესი ხარისხის, ევროპული სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტურ მასალებს იყენებს. ერთ-ერთი გამორჩეული სამშენებლო მასალაა გერმანული ბენდის YTONG-ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი, რომელიც შენობაში ტემპერატურას ყველა სეზონზე ინარჩუნებს, გათბობასა თუ გაგრილებაზე 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება, რაც კომუნალურ ხარჯებს საგრძნობლად ამცირებს.

არქიში ბინის შეძენა შესაძლებელია მომხმარებელზე მორგებული პირობებით, წინასწარი შენატანის გარეშე, 12 წლამდე განვადებით, შემოსავლების დადასტურების გარეშე. ბინის შეძენის ყველა მსურველს არქიში მაღალი ხარისხის, სწრაფი მომსახურება დახვდებათ. თითოეულ მსურველს პერსონალური მრჩეველი დაეხმარება ბინის შერჩევაში. ნებისმიერი პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ არქის:  2 602 602 ან *6262, ხოლო ვაიბერით/ვოთსაფით: +995 577 69 92 22

მასალების გადაბეჭდვის წესი