ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის შეხვედრა შეშფოთებას იწვევს — ზახაროვა

28 მარტი, 2024 • 2770
სომხეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის შეხვედრა შეშფოთებას იწვევს — ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ვაშინგტონში, ბრიუსელსა და ერევანში „ვითომ დაინტერესებული არიან, რატომ იწვევს 5 აპრილს მაღალი დონის შეხვედრა სომხეთის, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ბევრის „შეშფოთებას რუსეთში.“

ზახაროვამ ასევე განაცხადა, რომ ფიქრობენ, თითქოს შეხვედრა არ არის მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ.

„მსგავსი მოვლენები რუსეთში შეშფოთებას იწვევს, რადგან აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლები პირდაპირ ეუბნებიან ჩვენს პარტნიორებს, რომ მათი ძირითადი აქცენტი მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული. ეს არის ზუსტად ის, რასაც ღიად ამბობენ“, — აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი.

მარია ზახაროვას თქმით, მსგავსი შეხვედრები შეშფოთებას იწვევს რეგიონის ქვეყნების უმრავლესობაში, რადგან ისინი მიზნად ისახავენ არა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის მიღწევას, არამედ სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის უკიდურესად დესტრუქციული ქმედებებით შეყვანას: „იქ ახალი გამყოფი ხაზების შექმნას, რეგიონის ქვეყნების იძულებას მიჰყვნენ ანტირუსულ დღის წესრიგს, მოსკოვთან საუკუნეების კავშირის განადგურებას, რეგიონული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის არსებული მექანიზმების შესუსტებას.“

„რატომ იქცევა ოფიციალური ერევანი ისე, თითქოს ვერ ხვდება, რის შესახებაა საუბარი — დიდი კითხვაა. მთელი მსოფლიოს თვალწინ სომხეთს აქცევენ კოლექტიური დასავლეთის უკიდურესად საშიში გეგმების განხორციელების ინსტრუმენტად, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება სომეხი ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს“ ,— აცხადებს მარია ზახაროვა.


5 აპრილს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შორის  ბრიუსელში გაიმართება შეხვედრა, რომლის შესახებაც სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა. 

შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ სამმხრივი თანამშრომლობის ასპექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სომხეთის განვითარებას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი