ახალი ამბები

დღის აქციები საიასგან

28 სექტემბერი, 2010 • • 1083
დღის აქციები საიასგან

ინფორმაციის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აქცია სახელწოდებით ”რამდენი გაქვს პრემია” გამართა.

საიას წარმომადგენლები დილის 11 საათიდან იუსტიციის სამინსიტროს, თბილისის მერიის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე პლაკატებს და ფლაერებს არიგებდნენ. აღნიშნულით,ისინი მოუწოდებდნენ საჯარო მოხელეებს მათი საბიუჯეტო შემოსავლების გასაჯაროებას. ხოლო მოქალაქეებს სთხოვდნენ ინფორმაციის მოთხოვნას.

დღესვე, დღის სამ საათზე, სასტუმრო ”რედისონში” საია სამი კვლევის პრეზენტაციას გეგმავს. ”ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობა საქართველოში” სამი კვლევის საფუძველზე იქნება წარმოდგენილი.ესენია: ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები;ხელფასების, პრემიების და მივლინებების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;10 დეკემბრის ანგარიშების ანალიზი.

მასალების გადაბეჭდვის წესი