ახალი ამბები

უკრაინამ ყირიმში 2 რუსული სადესანტო ხომალდი დააზიანა

24 მარტი, 2024 • 1557
უკრაინამ ყირიმში 2 რუსული სადესანტო ხომალდი დააზიანა

უკრაინამ გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებს შეუტია ანექსირებულ ყირიმში, რის შედეგადაც, საზღვაო ინფრასტრუქტურასა და სამხედრო საკომუნიკაციო ცენტრთან ერთად, დააზიანა 2 რუსული სამხედრო-სადესანტო ხომალდი — „აზოვი“ და „იამალი“.

უკრაინული მედიის ცნობით, უცნობია ხომალდების დაზიანების ხარისხი.

The Kyiv Independent-ის ცნობით, „იამალს“ 98-კაციანი ეკიპაჟი ემსახურება, „აზოვს“ — 87, ორივე ხომალდი კი შავი ზღვის ფლოტის 197-ე ბრიგადის ნაწილია, რომლებსაც რუსეთის არმია აქამდე აქტიურად იყენებდა საწვრთნელი მიზნებისთვისაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერ არ უპასუხია უკრაინული მხარის ინფორმაციისთვის.

ბოლო დღეებში რუსეთმა კიდევ უფრო მოუხშირა საჰაერო შეტევებს უკრაინის მიმართულებით და ძირითად სამიზნედ ენერგოინფრასტრუქტურა აირჩია.

მასალების გადაბეჭდვის წესი