ახალი ამბები

FSB: ტერაქტის შედეგად 40 ადამიანია მოკლული, 100-ზე მეტი დაშავდა

22 მარტი, 2024 • 1245
FSB: ტერაქტის შედეგად 40 ადამიანია მოკლული, 100-ზე მეტი დაშავდა

რუსეთის ეფ-ეს-ბე აცხადებს, რომ მოსკოვთან ახლოს მდებარე საკონცერტო დარბაზ “კროკუს სიტი ჰოლში” შეტევის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.

მოსკოვი თავდასხმას ტერაქტად აფასებს.

მოსკოვში შაბათ-კვირას დაგეგმილი სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაუქმებულია.

საკონცერტო დარბაზ “კროკუს სიტი ჰოლში” უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, დაღუპულია ათეულობით ადამიანი და დაშავებულია ასზე მეტი.

თავდასხმისას საკონცერტო დარბაზში ჯგუფ “პიკნიკის” კონცერტი უნდა ჩატარებულიყო.

ჯერჯერობით უცნობია თავდამსხმელების რაოდენობა, გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მათ კამუფლირებული ტანსაცმელია აცვიათ. რუსულ მედიაში გამოთქვამენ ვარაუდს, რომ თავდამსხმელების რაოდენობა ათამდე აღწევს.

შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ საკონცერტო დარბაზში ცეცხლი გაჩნდა, მოხდა რამდენიმე აფეთქებაც. საკონცერტო დარბაზი თითქმის მთლიანად დაიწვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი