ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბრიუსელში ფაშინიანისა და მიშელის შეხვედრა გაიმართა

22 მარტი, 2024 • 950
ბრიუსელში ფაშინიანისა და მიშელის შეხვედრა გაიმართა

21 მარტს, ბირთვული ენერგეტიკის სამიტის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეხვედრა გაიმართა.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, მათ განიხილეს სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხები.

მხარეებმა აზრები გაცვალეს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესზე და ისაუბრეს ბრიუსელში გამართული ევროსაბჭოს სამმხრივი შეხვედრების შედეგად მიღწეული შეთანხმებების შესრულების მნიშვნელობაზე, რომლებიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის შედგა 2023 წლის 14 მაისს და 15 ივლისს.

აღნიშნული შეთანხმებების თანახმად, სომხეთის და აზერბაიჯანის რესპუბლიკები ორმხრივად აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას 1991 წლის „ალმა-ათის“ დეკლარაციის საფუძველზე, განხორცილედება საზღვრის დელიმიტაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. რეგიონული ინფრასტრუქტურის გახსნა განხორციელდება ორმხრივობისა და თანასწორობის პრინციპების საფუძველზე, ქვეყნების სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ.

გარდა ამისა, ფაშინიანი ენერგეტიკის სამიტის ფარგლებში შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონს.

მაკრონთან შეხვედრის დროს ხაზი გაესვა სომხეთსა და საფრანგეთს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას და მრავალსექტორული თანამშრომლობის გაძლიერებას.

ულფ კრისტერსონმა და ნიკოლ ფაშინიანმა განიხილეს სომხეთ-შვედეთის თანამშრომლობის საკითხები და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება.

ორივე შეხვედრაზე ისაუბრეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი