გამოძიების ფედერალური ბიურო უფლებას ითხოვს ინტერნეტ-სივრცის გაკონტროლების საშუალება მიეცეს.
მათი განცხადებით, ტერორისტები და ნარკოდილერები დღეს ინტერნეტით უფრო ამყარებენ კონტაქტს, ვიდრე ტელეფონით, ამიტომ საჭიროა ახალი სისტემის დანერგვა.
ბრიტანული გამოცემის ,,ტელეგრაფის’’ ინფორმაციით, კანონპროექტის განხილვა მომდევნო წელს დაიწყება და სავარაუდოდ სამოქალაქო თავისუფლების დამცველთა მხრიდან დიდი წინააღმდეგობა შეხვდება.
სამართლებრივის გარდა ინიციატივას უამრავი ტექნიკური დაბრკოლებაც ელის წინ.







